ოლანდი – პირები, რომლებმაც ნორმანდიის რეგიონში მძევლები აიყვანეს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ნორმანდიაში ეკლესიაში შეიჭრნენ, მძევლები აიყვანეს და მღვდელი მოკლეს, “ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყვნენ დაკავშირებულები.
„ჩვენ ვებრძვით „ისლამურ სახელმწიფოს“. ეს ბრძოლა ყველა შესაძლო მეთოდით უნდა ვაწარმოოთ და, ამასთანავე, ადამიანის უფლებებს პატივი ვცეთ. სწორედ ამიტომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა ოლანდმა.
მისი თქმით, გამოძიებას პროკურატურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ორი პირი ქალაქ სენტ- ეტიენ – დიუ-რუვრეს ეკლესიაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ერთ-ერთმა მძევალმა გაქცევა მოახერხა და განგაში ატეხა. თავდამსხმელებმა მღვდელი მოკლეს და ერთი ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით პოლიცია ეკლესიაში შეიჭრა და თავდამსხმელები მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები