“ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკროფონებთან გაკეთებული კომენტარი”

უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანვე უკმაყოფილება გამოხატა მისი იმ გამონათქვამების გავრცელების გამო, რომელიც პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.
“უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არა მიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკროფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, – მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები