26 ივლისი

09:00
NEW
თბილისში, პარლამენტის შენობაში ამბასადორიალი გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
10:30
NEW
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე პეტრიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით; საარჩევნო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრა; პრეზიდენტის განცხადებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
NEW
თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი პატარა ლილოს დასახლებასთან მისასვლელი გზის დასრულებულ პროექტს დაათვალიერებენ. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51. მის.: ვარკეთილის დასახლების მხრიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე პირველივე გადასახვევი მარჯვნივ
11:00
NEW
თბილისის საკრებულოს „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში; საზოგადოებრივი ტრანსპორტი; პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30
“პირველის პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გიორგი პაპუაშვილისა და პრეზიდენტის შეხვედრა; პრეზიდენტის განცხადებები, პრემიერის განცხადება; “მწვანეთა პარტიის” გეგმები; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ ორგანიზაციის ახალი ვებპორტალის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61
12:00
NEW
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პროექტ ARMY CARD-თან დაკავშირებით ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ბიზნესმენებს შეხვდება. ღონისძიებას საქართველოს ბანკის დირექტორი მურთაზ კიკორია დაესწრება. ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვაზიანში 11:30-ზე უნდა გამოცხადდნენ. მისამართი: დაბა ვაზიანი, IV ქვეითი ბრიგადა; საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი 591 07 61 71.
14:00
NEW
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8; კომიტეტის სათათბირო ოთახი (N221)
14:00
NEW
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ტრადიციულ ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები