Verizon-მა კომპანია Yahoo 4,83 მილიარდ დოლარად იყიდა

ტელესაკომუნიკაციო კომპანია Verizon-მა ინტერნეტკომპანია Yahoo 4,83 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. Verizon-სთვის, რომელმაც მანამდე კომპანია AOL შეიძინა, ეს განვითარების სტრატეგიის ნაწილია – კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ, ასევე რეკლამის გამავრცელებელი კომპანიები. კომპანია Yahoo სერვის AOL-თან იქნება ინტეგრირებული. კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმება 2917 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები