ცხინვალის რეგიონში კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდება. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები უკვე დაწყებულია აჩაბეთის ციხეზე. სამშენებლო პროცესები ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დანარჩენ ნაგებობებზეც გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მდგომარეობის და ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ, ინფორმაციას სააგენტო უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები