25 ივლისი
10:30
“პირველის პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
შპს „კასარა-ს“ ერთ-ერთი ხელმძღანელი ნანული თურქოშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კომპანიის გაკოტრების მცდელობა პარტნიორების მხრიდან. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ვიზიტი მოსკოვში; არჩევნები და პარტიის დაფინანსება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
„პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ”ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა – ევროპაში პირველ ადგილზე გარდაცვლილების რაოდენობით, ძირითადი მიზეზები და გამოსავალი”
11:00
მაჰათმა განდის დღეების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეტა და ოფიციალური დელეგაციის წევრები. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის N7
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად სამება-მახათას დამაკავშირებელი გზის დასრულებულ პროექტს დაათვალიერებს. მის. : მახათას ეკლესიის მოპირდაპირე მხარე (გზის დასაწყისი). საკონტაქტო პირი : 595 09 31 43 თამუნა ხომერიკი
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციაზეა გამიზნული და ოდესის გუბერნატორის დაკვეთას წარმოადგენს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებთ, კონფერენცია ”ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის” გაიმართება.
12:00
საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნება. სკოლას თელავში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის, გურჯაანში – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი 595 52 11 52