ავტოსაგზაო შემთხვევა ე.წ. გლდანის ხიდებთან (ფოტოკოლაჟი)

წუხელ, გვიან ღამით, ე.წ. გლდანის ხიდებთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი – მეორე ავტომანქანას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სავალ გზაზე ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, რომელიც მანქანას მართავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
13819282_1184315974924227_1449900115_n 13815087_1184315998257558_1043527461_n 13816894_1184316074924217_235655107_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები