სამეგრელოში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჩხოროწყუში, მუხური-ლუგელას მონაკვეთზე მოხდა.
გარდაცვლილთაგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია, ერთი კი – ადგილობრივი. „კამაზის“ ფირმის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადაბრუნდა.
სატვირთოში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილმა გადახტომა მოასწრო, ნაწილი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები