20 ივლისი

10 :30
“2030”-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა; თურქეთში მიმდინარე მოვლენები როგორ აისახება საქართველოზე და ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცვლილებები თბილისის მერიაში; მოკლევდიანი მოადგილეები; ბაგა-ბაღების სააგენტოს ტენდერები; ქალაქის ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებული ტენდერი; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:00
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გამართავს „საქართველო ებრაელი მოგზაურებისათვის“ ბროშურის პრეზენტაციას, რომელიც ებრაულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. პრეზენტაციას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება. მისამართი: ანტონ კათალიკოსის 3.
11:00
ჯანდაცვის პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერი კოკა ფრუიძე ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო პირი: ნათია ნარმანია 568 27 24 24
11:00
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” საზოგადოებას კომპანიის ონლაინ სერვისების შესახებ ახალ მიდგომას წარუდგენს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება. მის: “ექსპო ჯორჯია“, მესამე პავილიონი, აკ. წერეთლის N118. საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595 05 36 05
11:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტეში, დიდი შირაქის ველს (ქვემო ქედის გზაზე. 9 კმ) ეწვევიან და დიდნაურის ნაქალაქარს დაათვალიერებენ.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული სარჩელი, რომელსაც ხვალ შეიტანენ სასამართლოში; პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს თურქეთსა და ერევანში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე; პარტიის გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00
“პირველის პრესკლუბში” ყოფილი თავდაცვის მინისტრი, “საქართველოს მშვიდობისთვის” ლიდერი დავით თევზაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს თურქეთსა და ერევანში მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე; პარტიის გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13:00
“მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე, თანაგუნდელებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაციისათვის 27 000 ხელმოწერას წარადგენს. მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
14:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი არხილოსკალო. საკონტაქტო პირი: ეკა მამალაძე 577613353
15:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი
17:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ გამგებლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: თელავის იუსტიციის სახლი.

18:00
სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: კუფტინის N 5

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები