გლდანში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გლდანის ქერჩის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
“კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს ”მერსედესის” ფირმის ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები