დავით უსუფაშვილი: ამომრჩეველთან ხმის მოსაპოვებლად მივდივარ, ამიტომ არავის კრიტიკას არ მოვერიდები

ამომრჩეველთან ხმის მოსაპოვებლად მივდივარ, ამიტომ არავის კრიტიკას არ მოვერიდები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში“ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა,“რესპუბლიკური პარტია“ მკვეთრად ოპოზიციური იქნება, თუ მოერიდება “ქართული ოცნების“ შეფასებებს.
“რას ნიშნავს, მოვერიდო. ესე იგი, საკუთარი თავის მტერი ვარ?! ამომრჩეველთან ხმის მოსაპოვებლად მივდივარ, ამიტომ არავის კრიტიკას არ მოვერიდები. საარჩევნო კამპანიის დროს თითოეული ამომრჩევლისთვის ოპოზიციაშიც ვიქნები და პოლიტიკურ ბრძოლაშიც. არჩევნების შემდეგ კი შევხედავთ, ვინ სად დავდგებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები