არჩილ გორდულაძე – მაკა ბოჭორიშვილისა და ჩვენი გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი „კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“

“მაკა ბოჭორიშვილისა და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასაყვანად.

„მაკა ბოჭორიშვილისა და ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა არის ცივი შხაპი კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ნარატივი, თითქოს, საქართველო გაწეულია ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობიდან, პირდაპირ ჩამოინგრევა ხოლმე. ჩვენ ნებისმიერ საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს, სიმართლის ხმა ისმოდეს, მიუხედავად იმისა, რა შეფასებებს გააკეთებს და რა თავდასხმა მოჰყვება ამას კოლექტიური გლობალური ძალების გავლენების ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა ბიუროკრატის მხრიდან.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას – რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ ურთიერთობების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასაყვანად, მათ შორის, კონკრეტული გეგმის განსასაზღვრად, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს უზრუნველყოფილი და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ჩანაწერი. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ხელშია,“ – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები