18 ივლისი
10:30
პროფესორი, თურქეთმცოდნე ზაზა წურწუმია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, შემდგომში განვითარებული მოვლენები, საფრთხეები და საქართველო. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:30
“პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა, შედეგები, მოლოდინები და საფრთხეები საქართველოსთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გამართავს პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“. საკონტაქტო პირი: თათია ხუბულავა 577 51 63 63
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის – „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი მოაწერენ. მისამართი: წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო
11:00
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” სახალხო დამცველი გამართავს სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას „მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგის“ შესახებ
11:00
NEW
შინაგან საქმეთა სამინისტროში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: ნოე რამიშვილის 38, ყოფილი კახეთის ზგატკეცილი
11:00
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვლი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, კავშირი ფეტჰულა გიულენთან, უსაფრთხოება და შესაძლო პრობლემები საზღვართან. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, რომ საარჩევნო უწყებათაშორისი კომისია, ცეკსო და აუდიტის სამსახური შეცდომაში შეიყვანონ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
“პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს დამფუძნებლები ვასო ურუშაძე და გიორგი კოდუა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: თურქეთის კრიზისის გავლენა საქართველოს ავიაციაზე, გადადებული რეისები, უსაფრთხოება და მოსალოდნელი საფრთხეები. HUB Georgia-ს დამფუძნებლები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და ისაუბრებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე
12:00
“პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ემიგრანტების არჩევნებში მონაწილოების პრობლემა, მათი პრობლემები საზღვრებს გარეთ და საკონსულოებისა და საელჩოების გულგრილი დამოკიდებულება და არაპროფესიონალები საელჩოებსა და საკონსულოებში”.
13:00
ზუგდიდში, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრება. მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #45
13:30
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით საჯარო პრეზენტაცია გაიმართება. თემა: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება საქართველოში: სისტემური რეფორმა და მომავლის ხედვა“. მის: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”
14:00
სასტუმროში „Rooms” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“ პრეზენტაციას გამართავს. საკონტაქტო პირი ნინო ერემაშვილი – 599 54 55 19
14:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე სასამართლო სხდომას განაახლებს. მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, მე–6 სართული, დარბაზი №33. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202
19:00
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სამედიცინო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი. საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163, ავთანდილ ბოკუჩავა 595501414
19:00
პაპუნა შარიქაძის ჯაზ ბენდის თანხლებით ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში – თბილი სიო Tbili Sio, ქართულ-ინგლისური, საზოგადოებრივ-ანალიტიკური ყოველთვიური ჟურნალი “ივერიას” მეორე ნომრის პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული მიღება გაიმართება, რომლის შემდეგაც მთავარი რედაქტორი ნიკა რურუა და საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” დამფუძნებლები შეკითხვებს უპასუხებენ. მის.: პეტრიაშვილის ქ.N 1
19:00
თიბისი გალერეაში ახალი ჟურნალის – „ანაკლია“ – პრეზენტაცია გაიმართება. საკონტაქტო პირი: რუსუდან ფანოზიშვილი 599104043
20:00
პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. მის: ქუთაისი, აღმაშენებლის ქუჩა