გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისი-თელავის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ, გომბორის უღელტეხილთან მოხდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ინგა is typing…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები