ბათუმში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ირანის მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია და საქართველოში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა.
მომხდარი „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
სამართალდამცავებისთვის მამაკაცის ვინაობა ცნობილია.
ამასთან, მან შემთხვევის ირგვლივ ჩვენება უკვე მისცა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები