ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს. ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ვადასტურებ, რომ ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, ვადასტურებ, რომ არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა. სიმძიმის წერტილები გადატანილია სახელმწიფო დაწესებულებებზე, სახელმწიფო ტელევიზიასა და სამხედრო დანაყოფებზე. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება და ვერ ავცდებით კიდევ ამ ინფორმაციების გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო წყაროსა და დაინტერესებული მხრიდან მანამ, სანამ მოვლენათა კვანძი საბოლოოდ არ გაიხსნება.
მინდა გითხრათ, რომ საელჩო აქტიურად თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას. მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დარჩნენ თავიანთ სახლებში, მუდმივად ადევნონ თვალ-ყური ინფორმაციას მოვლენათა განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს. შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში მოგვმართონ საელჩოს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის უდიდეს სტრატეგიულ პარტნიორს ვუსურვო მოვლენების მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები