გურამ მაჭარაშვილი – ხაბეიშვილზე: რევოლუციისკენ მოწოდება რეაგირების გარეშე ვერ დარჩება
„ხაბეიშვილი დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ევოლუცია მშვიდობიანი პროცესია და რევოლუცია ძალადობრივი,“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი აზროვნება, ტერმინების მნიშვნელობა კარგად ისწავლა. გასაგებია, რომ ხაბეიშვილი დიდი განათლებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ, სულ მცირე, ის უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია სხვა არის, ევოლუცია – სხვა. ევოლუცია მშვიდობიანი პროცესია და რევოლუცია – ძალადობრივი. თუ არ იციან, მათი პრობლემაა და არა ქართველი ხალხის. როცა იმუქრები, იმის რესურსი უნდა გქონდეს, რომ შეასრულო. მელია ამბობდა, ვერ დამიჭერენო – დაიჭირეს, არ გამოვალ ციხიდანო – გამოვიდა. ხაბეიშვილიც იმუქრებოდა, ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, რადგან უკანონოდ, საჯაროდ ხელისუფლების დამხობას აპირებდა, რევოლუციაზე მოუწოდებდა. ბუნებრივია, ასეთი ქმედებები რეაგირების გარეშე ვერ დარჩება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.