გაერო-ს საგამოძიებო კომისია: ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა

გაერო-ს საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის.

ადამიანის უფლებათა ექსპერტი და გაერო-ს საგამოძიებო კომისიის წევრი, კრის სიდოტი ამბობს, რომ ისრაელის ლიდერების მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები, ასევე ღაზაში ოპერაციების ფორმატი, კომისიას საშუალებას აძლევდა დაედგინა, არსებობდა თუ არა გენოციდური განზრახვა.

ანგარიშის მიხედვით, არსებობს საფუძვლიანი დასკვნა იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ხუთი გენოციდური აქტიდან ოთხი განხორციელდა: ჯგუფის წევრების მკვლელობა, მათთვის სერიოზული ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის მიყენება, ჯგუფის განადგურების მიზნით განზრახ შექმნილი პირობების შექმნა და შობადობის თავიდან აცილება.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყო ანგარიში და მას „დამახინჯებულ და ცრუ“ უწოდა.

„ანგარიშში მოყვანილი ტყუილისგან სრულიად განსხვავებით, ჰამასი არის ის დაჯგუფება, რომელმაც ისრაელში გენოციდი სცადა – მოკლა 1200 ადამიანი, გააუპატიურა ქალები, ცოცხლად დაწვა ოჯახები და ღიად განაცხადა ყველა ებრაელის მოკვლის მიზნის შესახებ“, – დასძინა სამინისტრომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები