ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა
„რაც არ უნდა ლამაზ სიტყვებს ამოეფარონ და საკუთარი განცხადებების გამართლება სცადონ, ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ინდულგენციას არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენა არ ეხება.
„რაც არ უნდა ლამაზ სიტყვებს ამოეფარონ და საკუთარი განცხადებების გამართლება სცადონ, ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. რა არის ხელისუფლების დამხობა, რა შედეგები მოიტანა ხელისუფლების დამხობამ, ეს საქართველომ 90-იან წლებში საკუთარ ტყავზე კარგად იხილა. თავის მართლების მცდელობას ყველამ თავი დაანებოს. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს, ვერ გაექცევა. რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ამას საზოგადოება სასამართლოში ნახავს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ხაბეიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, ტყუილია. პოლიტიკოსობა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ინდულგენციას არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენა არ ეხება. პირიქით, როგორც პოლიტიკოსს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ფრთხილი განცხადებები გააკეთოს, რადგან ამ ქვეყანას არეულობა, დაპირისპირება ახსოვს. ამ თემას არავინ უნდა ეთამაშოს, როცა კანონი ასე ღიად ირღვევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.