“ყველა ხედავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზეა; ნურავინ შეეცდება, კანონი დაარღვიოს” – გურამ მაჭარაშვილი

“რუსი ტურისტების მიმართ ვითომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ელენე ხოშტარია იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, მისი ინტერვიუ ნახეთ, რომ მოხარული იქნებოდა, რუსი ტურისტები შემოსულიყვნენ და ინვესტიციები შემოსულიყო. ახლა რა მოხდა? მაშინ რუსული რუბლები გემრიელი იყო? მისთვის ახლაც გემრიელია”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “უცხოეთიდან და აქაური აგენტურის მხრიდან მცდელობაა, საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს სახელმწიფო ინსტიტუტები შერყეულია, თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ და ა.შ”.

“ყველა ხედავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზეა. ნურავინ შეეცდება, კანონი დაარღვიოს. თუ დაარღვევს, ამისთვის შესაბამისი კანონმდებლობა არსებობს, რომელიც აღსრულდება.

ერთი აქტივისტი მაჩვენეთ, რომელიც უსაფუძვლოდ დააკავეს. ასეთი არ არსებობს. ასობით აქტივისტი ძალადობდა, მაგრამ 30-მდე არის დაკავებული და გასამართლებული, რადგან ქვეყანაში მაღალი სტანდარტია. რუსი ტურისტების მიმართ ვითომ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ელენე ხოშტარია იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, მისი ინტერვიუ ნახეთ, სადაც თქვა, რომ მოხარული იქნებოდა, რუსი ტურისტები შემოსულიყვნენ და ინვესტიციები შემოსულიყო. ახლა რა მოხდა? მაშინ რუსული რუბლები გემრიელი იყო? მისთვის ახლაც გემრიელია. ქართველი ხალხისთვის რუსული რუბლები არ შეიძლება, ყელზე დაადგება? მათი პრობლემა ისაა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ევროპელობას თამაშობენ და ევროპასთან მათ საქციელს კავშირი საერთოდ არ აქვს, ისინი სწორედ რუსეთის და უცხოური ძალების საქმეს აკეთებენ. სხვა შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ, რომ ოჯახს რუსული რუბლი წლების განმავლობაში ერიცხებოდეს? აბა, „ტვ პირველმა“ გაიგოს, რომ რუსეთიდან 100 რუბლი ჩამერიცხა. დადგებოდნენ და 100 კითხვას დამისვამდნენ, მას კი, ერთ კითხვას არ უსვამენ. თურმე შეიძლება, ელენე ხოშტარიამ ეს რუბლები შეირგოს და ქართველ ხალხს ყელზე დაადგება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები