15 ივლისი
10:00
NEW
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დაიწყება.
10:30
NEW
„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე არჩევნებში „ქართულ ოცნების“ სიით მონაწილეობასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
NEW
დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა; ე.წ. რჩეულიშვილების საქმე და „ცენტრ-პოინტის“ ურთიერთობა დევნილთა სამინისტროსთან, რომელიც სწორედ მისი მინისტრობისას დაიწყო“; სხვა პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565. .
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი ბრიფინგს გამართავს.
12:00
NEW
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” თავმჯომარე, კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, პარტიის გეგმები, უმრავლესობის ახალი სახეები, დავითაშვილის საქმე და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
12:30
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი და ვაჟა აზარაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილე; „არგენტინის სახლი საქართველოში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ექს-პრემიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დამუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს;
14:00
სასტუმრო “ბეტსში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” “თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის” პროექტის დახურვის ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, პროექტში მონაწილე ფინალისტ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადაეცემათ. საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი 598 75 77 01. მის: თბილისი, მაყაშვილისი ქ. 32/34
14:00
ბათუმში პერინატალური რეგიონალიზაციის კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრებიან. მის: ბათუმი, სასტუმრო რედისონ ბლუ. საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595053605
14:00
NEW
სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, კომპანია „ბილაინთან“ ერთად, პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი ეკონომიკის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისამართი: 26 მაისის მოედანი 1. საკონტაქტო ნომერი: 599 85 34 00
14:15
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებს შეხვდება. მისამართი: ბათუმის № 25-ე სკოლა (ყოფილი კახაბრის პირველი სკოლა)
16:00
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება. ახალ საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან. მის: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომომობილო გზის 248-ე კმ.
18:00
NEW
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი 2“ უმასპინძლებს. ექსპოზიცია გამოფენის „ჩემი სახლი“ გაგრძელებაა და ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტიტების ნამუშევრებს აერთიანებს. დასწრება თავისუფალია. მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-4 სართული)
19:00
“არტჰოლის” საკონცერტო დარბაზში, გაიმართება იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი – “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია” – რომელიც მიმართულია გოდერძი ჩოხელის ვაჟის გადასარჩენად. მის: ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩა 26
19:30 წუთზე, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. მისამართი: საქართველოში საფრანგეთის საელჩო, კრწანისის #49