მერაბ ჯანიაშვილი: თამბაქოს კონტროლზე კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება

„თამბაქოს მოწევა ვნებს ჯანმრთელობას“ – ეს ფრაზა არც ახალია და ისიც აჩვენა პრაქტიკამ, რომ სხვადასხვა შეზღუდვებს და აკრძალვებს შედეგი არ მოაქვს.
პარლამენტში თამბაქოს რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უმრავლესობის წევრის გუგული მაღარაძის ინიცირებით შევიდა.
როგორც აღმოჩნდა, კანონპროექტის კანონად ქცევის დიდ შედეგს არც თავად კანონპროექტის ავტორი ელის.
პარლამენტარი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის ამოქმედება ქვეყანაში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობას მხოლოდ 1%-ით შეამცირებს.
როგორც გუგული მაღრაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, ასეთი ტიპის კანონები შედეგს უცბად არ იძლევა.
„მსგავსი ტიპის შეზღუდვებმა მწეველთა რაოდნეობა 1%-ით დაწია, მაგრამ ასეთი კანონპროექტი პოტენციური და არამწეველების უფლებებს იცავს,“ – განმარატავს გაზეთთან საუბრისას კანონპროექტის ინიციატორი.
შეგახსენებთ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა კანონპროექტის განხილვები პარლამენტში შემოდგომისთვის გადაიდო. კანონპროექტი მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორისაა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა, გარე რეკლამების სრული შეზღუდვა, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარის რეალიზაციის აკრძალვა იმ ფორმით, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.
გარდა ამისა, თამბაქოს რეალიზაცია არ უნდა იყოს ხილული და მისთვის დახურული ყუთები უნდა გამოიყენონ სარეალიზაციო დაწესებულებებში, მათ შორის ჯიხურებში, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში.
კანონპროექტი ასევე ითვალისიწნებს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს. ასევე გაიზრდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების მიერ დაკავებული ფართობის 30%-დან 65%-მდე გაზრდა და პიქტოგრამების გამოყენება.
რამდენად მოიტანს შედეგს ხსენებული კანონპროექტი რთული სათქმელია, თუმცა გარკვეული რისკები. ექსპერტთა და პარლამენტართა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი საკითხი კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემებს შექმნის, მათ შორის ასახელებენ, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქციის რეალიზატორთა აუცილებელი ლიცენზირება, ვალდებულება ხილვადობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და სხვა. ასევე გარკვეული რისკები იქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ თაქმბაქოს პროდუქციის გაყიდვებმა არალეგალური სახე შეიძინოს.
როგორც ჩანს, მწვანე შუქი კანონპროექტმა ყველა შესაბამისი უწყებისგან ვერ დაიმსახურა, რამდენადაც გუგული მაღრაძე „რეზონანსთან“ აღიარებს, რომ კომიტეტებისგან, რომელთაც კანონპროექტის განხილვა მოასწრეს ბევრი შენიშვნა ჰქონდათ, ის ასევე საუბრობს მთავრობის მხრიდან მიღებულ შენიშვნებზე.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და კომიტეტები უკვე გაიარა, ახლა კი უკვე მზად არის წამყვან კომიტეტში განბსახილველად, რა თქმა უნდა ბევრ კომიტეტს შენიშვნა ჰქონდა და მათ შორის ბევრი შენიშვნა იყო მთავრობიდანაც, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ,“ – განმარტავს მაღრაძე.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, კანონპროექტის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.
“კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება სარგებელს არც მწეველებს და არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოუტანს. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მწველთა რაოდენობის შემცირებაზე ყველაზე ეფექტურად სახელმწიფოს მიერ წარმოებული საგანმანათლებლო კამპანია მოქმედებს, მხოლოდ შეზღუდვები, შედეგს არ იძლევა.
ამ ცვლილებებით ყველაზე მეტად მცირე მეწარმეები დაზარალდებიან, რომლებსაც ახალი რეგულაციების გამო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შექმნა და ლიცენზიის აღება მოუწევთ. მაგალითად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ყველა კაფესა თუ რესტორანში უნდა იყოს მწეველთათვის ცალკე გამოყოფილი ადგილი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რა თქმა უნდა, ხაჯებთანაა დაკავშირებული. ხოლო თუ მეწარმეს ხარჯი ეზრდება საიდან ამოიღებს ის ამ ფულს, ისევ და ისევ პროდუქციის გაძვირების შედეგად. ანუ, ამ რეგულაციების შემოღებით, ისევ ჩვენ, მოსახლეობას მოგვიწევს გაძვირებული მომსახურების ყიდვა. ამიტომ, ნუ ვიქნებით რომის პაპზე კათოლიკენი და ყველა რეგულაცია ნაბიჯ-ნაბიჯ და დროში გაწელილი უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი არ დაამტკიცებს კანონპროექტს ამ სახით” – მერაბ ჯანიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები