„ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის ღონისძიებას ავთანდილ მარგიანი დაუპატიჟებლად დაესწრო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუშინდელ ღონისძიებაზე საორგანიზაციო ჯგუფის მიწვევის გარეშე საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც მოხვდნენ. ამის შესახებ პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„გუშინ, საგურამოში პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის, ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი. მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადია, არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის “ქართულ ოცნებასთან”. როგორც ჩანს, ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ მის სპეციფიკურ იუმორთან იყო დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები