თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
„კურორტ კარტალკაიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციის გამოძიების ფარგლებში ცხრა პირი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.
კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა.