14 ივლისი

10:30
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: უმრვალესობის ახალი სახეები და სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს. მის: ჩუღურეთი, ჩიტაია #6. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ბრიფინგს გამართავს.
11:00
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უმრავლესობის ახალი სახეები, რესპუბლიკელები ოპოზიციაში, პარტიის მხრიდან საარჩევნო გარემოს შეფასება და გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, დავით ჯანდიერი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ”რუსთავი 2”-ის საქმის უზენაეს სასამართლოში დასაშვებობის საკითხი. მის: აღმაშენებლის #150, პარტიის ცენტრალური ოფისი.

11:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო ”ჰილტონი”
11:00
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
11:30
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„ახალი მემერჯვენეების“ გენერალური მდივანი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.

12:00
ქარელში, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მოსახლეობას შეხვდება და “თავისუფალი დემოკრატების” რეგიონულ ოფისს გახსნის. მის: ქარელი, ვარძელაშვილის ქუჩა № 2
12:00
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო ”ჰილტონი”
12:00
არასამთავროობო ორგანიზაცია ”იურისტთა საერთაშორისო სახლის” დირექტორი ზვიად ფოფხაძე, განათლების მინისტრის საპასუდოდ საგანგებო განცხადეებას გააკეთებს. მის: ჯიქიას ქ. #4. საკონტაქტო პირი ზვიად ფოფხაძე – 577 717444
12:30
ეროვნულ კინოცენტრში ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებითი ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. მის: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4
13:30
კულტურის სამინისტროში ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე გაუძღვებიან. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში, 17-27 ივლისს ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რიგით მეორე რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

14:00
ზუგდიდში პერინატალური რეგიონალიზაციის კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია. მის: ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, გამსახურდიას ქ. #45. საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე 595 05 36 05
15:00
სასტუმროში Courtyard Marriott, სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“. მისამართი: თავისუფლების მოედანი N4
15:00
უზენაესი სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. საკონტაქტო: 599 10 99 09; 599 00 65 87
15:45
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკპიერ დევინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ENPARD-ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ლურჯა 2015” ეწვევიან.
16:00
კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ერთობლივი კვლევის პრეზენტაციას გამართავენ. თემა: რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა (2014-2015). მის: ლადო ასათიანის ქ.62, კლუბი “ფრონტლაინ ჯორჯია”. საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი – 577 29 10 03

16:20
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკპიერ დევინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აჭარის აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს დაათვალიერებენ.
19:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ლექცია „თბილისის ქუჩებისა და მოედნების სახელდების ისტორია და დღევანდელი გამოწვევები“. მისამართი: თავისუფლების 2
19:00
ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება „ღია კარის დღე“ დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვისაც აქვს ინოვატორული ბიზნესიდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან“ ერთად, პროგრამის კოორდინატორები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ.
19:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროექტის Fixall SJC პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები, კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. დასაქმების აქციაში ჩართვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო
19:00
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, გაიმართება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნა და გალა-კონცერტი.

19:00
სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ჟურნალის „ნარგის საქართველო“ მე-6 ზაფხულის ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
19:00
ტექნოლოგიურ პარკში დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული ადამიანებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები