ცივი ომის ექვსი დამამახსოვრებელი ეპიზოდი
რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის კრიზისმა გაგვახსენა „ცივი ომი“, რომელიც უკვე ღრმა წარსულს ჩაბარდა, განსაკუთრებით 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 45 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირს და დასავლეთს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მას თან ახლდა მწარე იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ბრძოლა პერიოდული კრიზისებით, რომლებიც „იმუქრებოდნენ“ ბირთვულ ომში გადაზრდას, რის შედეგადაც მთელი კაცობრიობა დაიღუპებოდა.
აი რამდენიმე ეპიზოდი თანამედროვეთა მოგონებებიდან. ბირმინგემის უნივერსიტეტის ისტორიკოსი სკოტ ლუკასი ამბობს, თუ როგორ გამრავალფეროვნდა მისი პირადი მოგონებები უფრო ფართო კონტექსტით.
1948 წელი: ბერლინის ბლოკადა
1948 წელს 20 წლის ასაკში ჯოის ხარგრეივ-რითი გაუშვეს გერმანიაში. მაშინ, როდესაც იგი დისპეტჩერად მსახურობდა სამეფო საჰაერო ძალების საბრძანებლო ცენტრში, საბჭოთა კავშირმა დაბლოკა დასავლეთ ბერლინი.
„ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. ჩვენ ხომ ცოტა ხნის წინ რუსებთან ერთად გერმანიის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ჩვენ ყოველ დღე შეგვქონდა ტვირთი ალყაშემორტყმულ დასავლეთ ბერლინში. ყოველ სამ წუთში ერთხელ ეშვებოდნენ საკვებით, ნახშირით, საბნებით, კონტრაცეპტივებით სავსე თვითმფრინავებიც კი. ჩვენი სამუშაო ცვლები იყო ძალიან ხანგრძლივი. ჩვენ ვიცოდით, რომ ბერლინის მოსახლეობა შიმშილობს და ამის მიზეზზე არ დავფიქრებულვართ. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო“.
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„გერმანია ევროპის კონფლიქტის ცენტრი გახდა. როდესაც აშშ და საბჭოთა კავშირი ვერ შეთანხმდნენ ერთიანი გერმანიის მომავალზე, ქვეყანა გაიყო. დასავლეთ ბერლინი გარშემორტყმული იყო საბჭოთა ოკუპაციის ზონაში. სტალინის ბრძანებით, ბერლინის ბლოკადა 11თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ დასავლეთ ბერლინელებმა თავისი პოზიციები დაიცვეს. ამ კრიზისმა 1949 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ნატოს შექმნა დააჩქარა“.
1950-1953 წლები: კორეის ომი
რიგითმა ჯარისკაცმა, 19 წლის ედგარ გრინმა სასწრაფო სწავლება გაიარა. 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთზე თავდასხმის დროს კორეაში გაუშვეს.
„ მაშინ არ იყო საუბარი ომის დებატებზე, როგორც დღეს – ავღანეთზე. ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რატომ მიმდინარეობდა ომი. სამართალდამცველებმაც არ იცოდნენ, სად იყო კორეა. ჩვენ აგვიხსნეს, რომ ჩრდილოეთის კომუნისტები თავს დაესხნენ სამხრეთს და ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა ისინი. როდესაც 38-ე პარალელს მივუახლოვდით, გვეგონა ომი დასრულდა, მაგრამ თავდასხმა გრძელდებოდა. ამ წელს უფრო მეტი ბრიტანელი დაიღუპა, ვიდრე ფოლკლენდზე, ბოსტნიაში და ავღანეთში ერთად აღებული. მაგრამ ახლა ის ომი მტკიცედ დაივიწყეს, მისი ვეტერანებითურთ.“
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„კორეაცივი ომის ახალი ეტაპი იყო. 1949 წელს ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ. გამოცდილი იყო პირველი საბჭოთა ატომური ბომბი, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეის კომუნისტებმა თავისი ჯარი სამხრეთისკენ გაუშვეს. 1950 წელს კიმ ირ სენმა გააჩაღა სამოქალაქო ომი, აშშ-მ ჩრდილოეთიდან შემოტევაზე საპასუხოდ გაეროს მიმართა. საბჭოთა დელეგაციამ დატოვა უშიშროების საბჭოთა სხდომა და ამ ნაბიჯით გაეროს ძალების კორეაში გაგზავნასთან დაკავშირებით დაკარგა რეზოლუციის მიღების ვეტო. კორეა არ იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, მაგრამ ამ კონფლიქტმა გააფართოვა ცივი ომის რუკა, რომელიც გასცდა ევროპის ფარგლებს. კორეის შემდეგ ვიეტნამის დროც დადგა“.
1956 წელი: უნგრეთის რევოლუციის ჩახშობა
პატრიკ დევინის მშობლები, რომლებიც ლონდონში, კერძოდ, უონსტედის რაიონში ცხოვრობდნენ, კომუნისტურ პარტიის წევრები იყვნენ. როდესაც საბჭოთა არმიამ ბუდაპეშტის აჯანყების ჩახშობა დაიწყო, ოჯახმა გამოავლინა თავისი დამოკიდებულება უნგრეთთან დაკავშირებით.
„ ჩემი მშობლები მიიჩნევდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ხელისუფლებაში პროლეტარიატი მოვიდა. უნგრეთზე თავდასხმა მათთვის საშინელი დარტყმა იყო. მამაჩემს ბოლომდე სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირის მოქმედება სწორი იყო. სხვა ოჯახის წევრები, მაგალითად, დედაჩემი კრიტიკულად იყო განწყობილი. მე კიდევ 20 წელი დამჭირდა, გამეგო, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო სოციალისტური ქვეყანა, რადგან სოციალიზმი დემოკრატიის გარეშე შეუძლებელია“.
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„უნგრეთმა აღნიშნა აშშ-ის მცდელობის დამხობა, აშშ-ს სურდა აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლება კომუნისტური ხელისუფლების დამხობის მეშვეობით. მაგრამ უნგრეთში საბჭოთა კავშირის შეჭრამ საბჭოთა კომუნიზმის იდეის მემარცხენე ევროპელებს იმედი გაუცრუა და ასევე დაისვა საკითხი, აქვს თუ არა საბჭოთა კავშირს საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ბატონობა აღმოსავლეთ ევროპაში“.
1962 წელი: კუბის სარაკეტო კრიზისი
1958 წელს, ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მარტა დარბის მშობლები კუბიდან გაიქცნენ. კარიბის კრიზისის დროს ის შვიდი წლის იყო.
„ როდესაც კრიზისი დაიწყო, არ ვიცი, რა იცოდნენ ან რაზე ფიქრობდნენ სხვა ბავშვები, მაგრამ ჩვენს ოჯახში საუბრობდნენ მხოლოდ იმაზე, თუ რა ხდებოდა კუბაში. ჩვენ კარგად ვიცოდით, რაზე წავიდოდა ფიდელ კასტრო. ჩვენს გარშემო მეზობლები ბომბის საწინააღდეგო თავშესაფრებს თხრიდნენ. მე მესმოდა, ხალხის ლაპარაკი: იქნებ ნიუ-იორკზე დაცემით დაიწყონ“. მეჩვენებოდა, რომ ომი ჩვენამდე მოგვიანებით მოაღწევს. „როდესაც კრიზისი დასრულდა, ჩვენ მოვაწყვეთ ნადიმი. იმ საღამოს მამამ გოჭი შეწვა. მაშინ გაიაზრეს ჩვენმა მშობლებმა, რომ ჩვენ ვერ დავბრუნდებით კუბაში“.
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„ცივი ომი მიუახლოვდა ამერიკის კარს. 1961 წელს აშშ-ის მცდელობა, ღორების ყურეში ჩამოყრა და ამით ფიდელ კასტროს რეჟიმის დამხობა მარცხით დასრულდა. კუბის წინააღმდეგ დაინერგა ბლოკადა, საბჭოთა კავშირმა პასუხად კუნძულზე ბირთვული რაკეტები გაუშვა. ბირთვული ომი ორ დიდი ძალაუფლების მქონე სუბიექტის შორის თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ საბოლოოდ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ბირთვული უფსკრულისგან უკან დახევა შეძლეს, თუმცა კასტროს რეჟიმი დღემდე მართავს კუბას“.
1955-1972 წლები: კოსმოსური ბრძოლა
ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა ფრედ ტეილორმა 10 წელი კალიფორნიის ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში გაატარა.
„ 23 წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო ამერიკული ჩასვლები მთვარეზე – მალევე გადავსახლდი ამერიკაში. ეს იყო საოცრად მხიარული დრო. ჩვენ ვიცოდით, რომ მიმდინარეობდა კოსმოსური კონკურსი, თუმცა არ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი სხვა სახეს მიიღებდა. მახსოვს, სამეცნიერო კონფერენციაზე კოსმოსური გამოკვლევის თემაზე ვოყავი და. მარტო იქ შეგეძლო რუს მეცნიერებთან შეხვედრა, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ გამოკვლევებზე. თუკი შეძლებდი ბარში მათთან მისვლას, თუ ირგვლივ თანამდებობის პირი არ იყო, ისინი მეგობრულად გაგესაუბრებოდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვანაღვლებდა ამის პოლიტიკური მხარე. ჩვენ – ყველას გვჯეროდა, რომ მალე ჩავფრინდებოდით მარსზე. არასდროს მეგონა, რომ კოსმოსის შესწავლის ტემპი ასე შენელდებოდა“.
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„1957 წელს ამერიკელები საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებული თანამგზავრით შოკირებულნი იყვნენ. ხალხმა ეს ამერიკის სისუსტედ აღიქვა, სამხედროებს კი საბჭოთა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური ბირთვული რაკეტის დარტყმის ეშინოდათ. საბჭოელებმა გააძლიერეს თავისი უპირატესობა კოსმოსში და 1961 წელს დედამიწის გარშემო გაუშვეს პირველი ადამიანი ორბიტაზე, თუმცა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ პროპაგანდისტული გამარჯვება იზეიმა, გამოაცხადა, რომ გეგმავენ მთვარეზე გაშვების სამშვიდობო პროგრამას„.
1989 წელი: ბერლინის კედლის დაცემა
1961 წელს ქრისტი-მარია ლერმ ხეიზი რვა წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად იენიდან დასავლეთ გერმანიაში გადასახლდნენ.
„ მე ლონდონში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა. ვერ ვშორდებოდი ტელევიზორს. ჩემთან სტუმრად დედა ჩამოვიდა, 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ჩვენთვის ცივი ომი რეალობა იყო. ჩვენ ვგრძნობდით მიმდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივხვდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი რაღაცები და მიკვირს იმ ხალხის, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობს.“
სკოტ ლუკასის კომენტარი:
„საბჭოთა სისტემა დასავლეთთან ეკონომიკურ ომში დამარცხდა. 40 წლის შემდეგ, „ცივი ომის“ დაწყების მერე, დასრულების შედეგი არა სამხედროების შეჯახება იყო, არამედ სოციალური ბანაკის უუნარობა, უზრუნველყოს მოსახლეობის მატერიალური მოთხოვნები. დასავლეთის მოსახლეობის ჯერ უნგრეთში, შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში გადასვლამ გზა გაუკვლია აღმოსავლეთ გერმანელებს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან, რამაც ბერლინის კედელს დაცემის მნიშვნელობა დაუკარგა“.
გრეტა სარქისოვა
წყარო: BBC – ჯონ კელი