ნეპტუნის მიღმა ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს
ნეპტუნის მიღმა ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც ასტრონომებმა RR245 ნომერი მიანიჭეს. კოსმოსური სხეული ჰავაის კუნძულებზე არსებული ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს.
ახალი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს და მისი დიამეტრი 700 კილომეტრს შეადგენს. მზის გარშემო ახლად აღმოჩენილი პლანეტა 730 წლის განმავლობაში ბრუნავს. ასტრონომები აცხადებენ, რომ მცირე პლანეტების აღმოჩენა ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ბოლო წლებში ამ მეთოდით უკვე ათობით პლანეტაა აღმოჩენილი.