ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ „კონსერვატორები“ „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად არ მიიღებს და “კონსერვატორები“ „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან წარმოდგენილნი.
როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ერთიან სიაში იქნებიან “კონსერვატორების“ წარმომადგენლები.
„ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ პარტიული იდენტობა, ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში და გავაგრძელოთ ერთობლივად საქმე, რაც 2012 წელს ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ “კონსერვატიული პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი, წარმოდგენილი არ იქნება, პარტია ე.წ. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს არ კარგავს, გამომდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან და ამ სტატუსს მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე ინარჩუნებს.
ხვალ, 13 ივლისს, საგურამოში დაგეგმილ შეკრებაზე, სადაც „ქართული ოცნება“ პარტიის ახალ სახეებს წარადგენს, “კონსერვატორთა“ მთელი ფრაქციაა მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები