„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჯილდო – „ყველაზე აქტიური დეპუტატი“ ეკა ბესელიას ერგო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტია – ეკა ბესელია კი ყველაზე აქტიური დეპუტატის სტატუსით სარგებლობს. ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მისი წევრები, აპარატის წარმომადგენლები და თავად კომიტეტის თავმჯდომარე.
ორგანიზაციამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი, შეფასებითი დოკუმენტი წარმოადგინა და 2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია მოაწყო.
ორგანიზაციის რიგით მესამე ანგარიშის მოსმენა თბილისის პარლამენტის შენობაში გაიმართა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პარლამენტის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშში გამორჩეულად დადებითად არის შეფასებული და შეფასების კრიტერიუმებით უმეტეს მაჩვენებლებში ლიდერობს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დროის აღნიშნულ პერიოდში 277 კანონპროექტი განიხილა და 277 დასკვნა მოამზადა. კომიტეტმა ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშის მოსმენას 22 სხდომა დაუთმო.კომიტეტის ჩატარებული სხდომების რაოდენობა კი – 75 შეადგენს. კომიტეტის მიერ ინიცირებულია 22 კანონპროექტი.
2015 წელს პარლამენტის კომიტეტებისთვის მიმართვიანობის და შესაბამისი რეაგირების რაოდენობა იყო: მიმართვიანობა: –6690 რეაგირება:– 4057 ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შექმნა 6 სამუშაო ჯგუფი:
1) წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. 2) საკუთარი უფლებების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ. 3) ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და პრევენციის შესახებ. 4) მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ახალი მექანიზმების შემუშავების შესახებ. 5) სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ცვლილებების პროექტების შემუშავების შესახებ. 6) სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ ცვლილებების პაკეტის მომზადებისას ითანამშრომლა საერთაშორისო ექსპერტებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჯილდო – ყველაზე აქტიური დეპუტატი – გადაეცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯმდომარეს, ეკა ბესელიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები