თეთრი სახლი უკრაინის შეთანხმების შემდეგ ტრამპს „მთავარი გარიგების შემქმნელს“ უწოდებს

დონალდ ტრამპის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა აშშ-სა და უკრაინის შორის ხელმოწერილი ბუნებრივი რესურსების შეთანხმება განიხილა და აღნიშნა, რომ ტრამპი გარიგებების მთავარი ოსტატია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რატომ არის პრეზიდენტი ტრამპი ჩვენი მთავარი გარიგების შემსრულებელი, ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.

ეს არის პირველი ასეთი სახის ეკონომიკური პარტნიორობა, უკრაინის რეკონსტრუქციისა და გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატებისთვის, რომლითაც ორივე ქვეყანა დიდ სარგებელს მიიღებს“, – თქვა ლევიტმა.

მისივე აღნიშვნით, აშშ ამ შეთანხმებით უკრაინისთვის „თავისუფალ, მშვიდობიან და სუვერენულ მომავალს“ უზრუნველყოფს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე მკაფიოდ თქვა, რომ მიისწრაფვის ამ სისხლისმღვრელი და სასტიკი ომის შეწყვეტისკენ. ეს შეთანხმება აჩვენებს, თუ რამდენად არის დაინტერესებული აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევით“, – განაცხადა პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები