12 ივლისი
10:30
“პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის სემინარის ჩატარდება, რომლის მიზანია ექსპორტიორი კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაციის მიწოდება. საკონტაქტო პირი ნინო სხირტლაძე – 591 703 962
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ეწვევა და განმარტავს იმ ეტაპებს რაც ბენეფიციარმა C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართვად უნდა გაიაროს. მის: ფალიაშვილის 110 – C ჰეპატიტის მართვის ცენტრი
11:00
თბილისის მერიასა და საავტომობილო კომპანია „მან“-ს შორის გაფორმდება ხელშეკრულება – დედაქალაქში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შემოყვანის თაობაზე და გაიმართება პრეზენტაცია ახალი ავტობუსების შესახებ. მის: სასტუმრო “Radisson Blu Iveria”. საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51
11:00
“პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქართულ საავიაციო ბაზარზე ევროპის შავ სიაში მოხვედრილი ყაზახური ავიაკომპანია შემოვიდა.
11:00
თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე სასამართლოს შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-გადაადგილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მიწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან. მის.: პეკინის ქ. #29, ბულაჩაურის ქ. #7ა
11:30
თბილისის მერი დავით ნარმანია ჭაბუა ამირეჯიბის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვის დამცავი ბადეების მონტაჟის დასკვნით სამუშაოებს დაათვალიერებს. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
11:30
“პირველის პრესკლუბში” პარლამენტის წევრი, “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარლამენტის წევრი და პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური ბრიფინგს გამართავს.
11:30
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ვარშავის სამიტი; მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო საკითხები“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ბრიფინგს გამართავს.
12:00
არასამთავრობო ორგანიზაციის – „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დირექტორი დაჩი ბალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ფართომასშტაბიანი პროექტი – „ერთი კვირა სხვისთვის“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
“თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს წარადგენს.
12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს. თემა: “ვახტანგ ხმალაძემ “სი-თი პარკის” დარჩენას დაუჭირა მხარი. მის.: კოსტავას ქ. #68. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
12:00
NEW
რესპუბლიკური პარტია ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გაიმართება. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტიის ლიდერებთან ერთად, საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გააცნობს. მის: ს. ჭიაურელის 13
13:00
“შერატონ ბათუმში”, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორსა და ბიზნეს-საზოგადოების წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. საკონტაქტო პირი: სოფიო მაქაცარია – 591650500
14:00
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია”, პატიმრების არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქციას გამართავს. მის: სანდრო ეულის N3, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
14:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
16:00
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც სასჯელაღრსულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გახსნის. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი
16:00
NEW
“პირველის პრესკლუბში” შპს “ცენტრ პოინტ ჯგუფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ადვოკატებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ისაუბრებს დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
18:30
მწერალთა სახლი პოეტ ზაურ ბოლქვაძის რჩეულის პრეზენტაციასა და ხსოვნის საღამოს უმასპინძლებს.
19:30
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 2015-2016 სასწავლო წლის გამოშვების ღონისძიებას გამართავს. წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატებს და დიპლომებს გადასცემს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი თამარ მეტრეველი. მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, „ლისი ლაუნჯი“
20:00
”მზიურის“ კაფეში ამერიკული სახელმძღვანელოს ”წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“ ქართული ანალოგის პრეზენტაცია გაიმართება. მის: “მზიურის“ პარკი, მდ. ვერეს ხეობა.
13 ივლისი
13:00
დიღომში, „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო “New Tbilisi”-ში გაიმართება მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისადმი მიძღვნილი ოფიციალური პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი სვენ არნე ჰანსენი და საქართელოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი.
14 ივლისი
15:00
სასტუმროში Courtyard Marriott, სს Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“. მისამართი: თავისუფლების მოედანი N4