„მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო“

ლანას აქვს ჩემთვის ნათქვამი, მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო, – ამის შესახებ მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ აცხადებს.
მალხაზ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძის მიერ თავისი ადვოკატისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება.
“რისი თქმა უნდა ამ წერილით მაგდას, არ ვიცი, შეიძლება მინიშნებასაც აკეთებდა. ვითომ სიზმარს ყვება და შეფარულად ცდილობდა, რაიმე სამხილის გაქრობას, ვერ გეტყვით. იმ ადგილას რკინის კარადა დგას, რაც ეს კორპუსი აშენდა, მას შემდეგ, საეჭვო იქ ვერაფერი ვნახე. რაც შეეხება ბაგირას (ძაღლი), სწორედ მაგდამ მოკლა. ლანას აქვს ჩემთვის ნათქვამი, მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო. ახლა კი აბრალებს ისეთ ქალს, რომელსაც ცხოველები ძალიან უყვარს და ქუჩის ძაღლებსაც კი აპურებს. რაც შეეხება სახლის უკან მდებარე ტერიტორიას, იმ ადგილებს თითქმის არავინ იყენებს, მეზობლებს აქვთ მიწები… იქ რა უნდა ენახათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ის რაღაცის მინიშნებას ცდილობს ამ წერილით. რაც შეეხება განაჩენს, სხვას არც ველოდი, ის მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყოს. სხვა რა სასჯელი უნდა გამოეტანათ ქალისთვის, რომელმაც ასე სადისტურად დახოცა ქმარ-შვილი“?!- აცხადებს მალხაზ ქაფიაშვილი.

მაგდა პაპიძის მიერ ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები