თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, პუშკინის, ვაჩნაძის, ასათიანის, მანჯგალაძის, ფურცელაძის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის და გოგჩას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მედეა ჩახავას, პეტრიწის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის და ახაშენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმანქის დასახლების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, დეპოს, კავთისხევის, მახინჯაურის, საყვირის, ჩარგლის, გუდამაყრის, გიორგი სააკაძის, რიონჰესის, ცინცაძის და იმერეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები