ტელეკომპანია „იბერია“ ცოტნე გამსახურდიას მოწამვლის ფაქტს ეხმაურება

ტელეკომპანია “იბერია“ პოლიტოლოგ ცოტნე გამსახურდიას განცხადებას ეხმაურება. გამსახურიდიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გამოთქვამს ეჭვს მისი მოწამვლის შესახებ. მათ შორის ნახსენებია ტელეკომპანა “იბერია”, სადაც სტუმრად ყოფნის დროს მან წყალი დალია.
„ჩვენის მხრივ ვაცხადებთ,რომ ტელეკომპანია “იბერია ” არის დაცული ობიექტი და შეაბამისად, აქ მყოფი სტუმრებიც და თანამშრომლებიც არიან დაცულები. სრულიად გამოვრიცხავთ უცხო პირების შემოსვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს წყალი, რომელსაც სვამს ყველა ჩვენი სტუმარი და ასევე წამყვანებიც. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “იბერია” გამოთქვამს წუხილს, რომ ჩვენთან მყოფი სტუმარი გადაცემის შემდეგ გახდა შეუძლოდ და ყველანაირ მზადყოფნას გამოვთქვამთ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, რათა დადგინდეს სიმართლე“, – აღნიშნულია ტელეკომპანია “იბერიას” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები