კოჯორი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მაკეტი გრიგოლი ორბელიანის ბიუსტის ანალოგია

მაკეტი,რომელიც დღეს კოჯორი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გრიგოლი ორბელიანის ბიუსტის ანალოგს წარმოადგენს. ამის შესახებ “კვირას“ მთაწმინდის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მაკეტი იმ ბიუსტის ანალოგია, რომელიც კოჯრის პარკში დგას.
“კოჯორი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ გზიდან მოშორებით, დაახლოებით 150 მეტრის სიღრმეში, აღმოაჩინა მაკეტი, შემდეგ დაგვიკავშირდნენ და ჩვენც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და მაკეტი გადავიტანეთ კოჯრის საუბნო სამსახურში. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ის ეკუთვნოდა ვორონცოვს, თუმცა სპეციალისტების ჩართვის შემდეგ გაირკვა,რომ მაკეტი წარმოადგენს გრიგოლ ორბელიანის იმ ბიუსტის ანალოგს, რომელიც კოჯრის პარკში დგას“, – განუცხადა “კვირას“ მიხეილ გოგოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მაკეტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები