მარტვილის სოფლებში, თამაკონსა და აბედათში 180-მდე ოჯახი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი (ფოტოკოლაჟი)

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილის გამგეობაში გვიან ღამით საგანგებო შტაბის  სხდომა გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.
საგანგებო შტაბში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შედიან.
საგანგებო შტაბის სხდომაზე მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისგან მიყენებულ ზარალზე და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.

13528394_642773032556336_469017782414334246_o  13559080_642773612556278_801265975203932239_o  13576911_642773632556276_3014030275371590986_o  13599939_1393574823991837_7868167644403285677_n 13603543_642773042556335_6601916732559544339_o  13640715_642773159222990_991679058349033506_o  13641088_642773679222938_8574796287629572473_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები