ჯეიმს აპატურაი: საქართველო ვარშავის სამიტიდან უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგოს

საქართველო ვარშავის სამიტიდან უნდა ელოდოს იმას, რაც სურს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგოს, ეს არის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ასეთი პასუხი გასცა სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ვარშავის სამიტისგან.
„ჩვენ ველოდებით ვარშავის ნატოს სამიტის შემაჯამებელ განცხადებას. ლიდერების დასკვნით კომუნიკეს. ასევე დიდი ინტერესით ველოდებით საერთო განცხადებას, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მალე საჯარო გახდება. რას უნდა ელოდოს საქართველო. ამ წუთებშიც კომუნიკეზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერ პროექტის დონეზეა, ამიტომ ზუსტად ჯერ არ შეგვიძლია დეტალურად საუბარი. რაც შეეხება განცხადებას, რომელზეც მე მქონდა დიდი პატივი, რომ მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარაკება, მათ შორის, თქვენს ელჩთან – არის დასრულებული, შეთანხმებული”, – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები, რა თქმა უნდა, არის განცხადებაში. ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს.
“მაგალითად, ნატო ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და ფოკუსირებას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში ნატოს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება. განცხადება დაადასტურებს, რომ დიალოგი იქნება რეგულარული. მსგავსი დიალოგი გვაქვს ბალტიის ზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან შვედეთთან და ფინეთთანაც. მათთან განვიხილავთ ბალტიის ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, ანუ ყველა საკითხზე, რომელიც ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას ეხება, ვსაუბრობთ იმ დიალოგის ფარგლებში. ჩვენი იდეაა, რომ მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთან. შეიძლება, ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარი. ამ პროცესში უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი და რეგულარული. მე არ მიყვარს სიტყვა ფორმატი. ჩვენ არ ვთვლით სტრუქტურას. ეს არ იქნება ყველგან. ნატოს პოლიტიკურ კომიტეტში, სამხედრო კომიტეტში, თავდაცვის დაგეგმარების კომიტეტში. ყველა შემთხვევაში გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოც და უკრაინაც ჩართულები არიან”, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები