აბაშისწყალში ორ დაკარგულს ეძებენ – ფოტოკოლაჟი
მარტვილში, აბაშისწყალში მაშველები ორ ადამიანს ეძებენ. თავდაპირველად სამძებრო სამუშაოები 16 წლის დაკარგული მოზარდისთვის მიმდინარეობდა. სწორედ ამ ძებნის ოპერაციის დროს გაუჩინარდა ერთ-ერთი ადგილობრივი მოხალისე.
გავრცელებული ინფორმაციით, ის 45 წლამდე ასაკის ადგილობრივი მცხოვრებია. ამ ეტაპზე დგინდება ის პერიმეტრი, საიდანაც მამაკაცი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს, უამინდობის გამო პროცესში მყვინთავების ჩართვა ვერ ხერხდება. 16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ დღის ბოლოს გადახტა.