8 ივლისი

09:30
სახელმწიფო დახმარება DCFTA-ის კონტექსტში, თბილისში, სასტუმრო Continent Cron Palace-ში, საერთაშორისო სემინარი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკური საბჭოსა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: ხეივნის ქუჩა 12-13
09:40
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაემგზავრებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, შალვა ხუციშვილთან შეხვედრას გამართავენ.
10:30
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და ადვოკატი მალხაზ სალაყაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: გახმაურებული საქმე წყალმომარაგების კომპანიიდან მილიონების მოპარვის შესახებ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:45
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემგზავრებიან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანს შეხვდებიან.
11:00
ჯანდაცვის პრესკლუბში ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩის“ დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ჯანდაცვის ნაწილის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პრიორიტეტები, ჯანდაცვის სფეროში გასაკეთებელი კონკრეტული ცვლილებები და ბოლო წლებში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზები. მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი). საკონტაქტო: 568 27 24 24

11:00
სახალხო დამცველი ბრიფინგს გამართავს. თემა: სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება. მისამართი: ნ. რამიშვილის #6
11:00
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ „არტგ-გენის“ ორგანიზატორები ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად “არტ-გენის” თბილისის ტურის პროგრამას წარადგენენ. პრესკონფერენციას თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი დაესწრებიან.
11:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და ლონდონში ვიზიტთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე ბრიფინგს გამართავს.
11:30
ვაჟა ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ვაჟა-ფშაველას 155-ე, საიუბილეო წელთან დაკავშირებით ინიციატივა და შეთავაზება ქართულ მედიას“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30
“პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს
11:45
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაემგზავრებიან და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრას გამართავენ.
12:00
“პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:45
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები ქ. თბილისის იუსტიციის სახლს დაათვალიერებენ.

15:00
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა მოეწყობა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება. მის: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, თავისუფლების მოედანი 4
15:45
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები საქართველოს პარლამენტში გაემგზავრებიან და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. მის: A კორპუსი, სართული 3, ბაგრატოვანთა დარბაზი
17:00
მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები ქალაქ მცხეთაში გაემგზავრებიან და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
20:00
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ჩინელ აკრობატთა დასი „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენას გამართავს. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. მის: ოდისეი დიმიტრიადის N1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები