7 ივლისი
09:00
NEW
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
10:00
ქ. ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, გაიხსნება კონფერენცია სახელწოდებით: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა.”
10:30
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
11:00
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მონაცემთა ბაზებში საქართველოში რეგისტრირებული ნიშნების ინტეგრირება; საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თანამშრომლობის საკითხები. მისამართი: საქპატენტის თბილისის ოფისი, ნ. რამიშვილის ქ. #31. საკონტაქტო პირი: ნათია ფოფხაძე 599 58 56 58
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯონ ქერის ვიზიტი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.
11:00
NEW
საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგებელი ბექა მიქაუტაძე ახალი საპილოტე პროექტის „მართე შენი ქალაქის“ პრეზენტაციას გამართავს.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და Prime Sports Management- შორის გაფორმდება მემორანდუმი სპორტული ტურისტული ღონისძებების ორგანიზების შესახებ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეკონფენციას გამართავს ტურიზმის ადმინისტაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯონ ქერის ვიზიტი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
პარლამენტის წევრი, „მრეწველთა პარტის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
12:00
NEW
სოციალური მომსახურების სააგენტო და ლიბერთი ბანკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბანკი მცირე საოჯახო სახლებსა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებს კომუნალურ გადასახადებს აუნაზღაურებს. მემორანდუმს ხელს მოაწერენ სოციალური სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი. მისამართი: წერეთლის 144, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-8 სართული
13:00
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნონ. საგამოცდო ნაშრომები ელექტრონულად სწორდება. გასწორების პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრება. მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი