„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ სხდომაზე სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებაზე იმსჯელეს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მთავრი თემა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემა იყო.
გართიანებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების მისაღწევად აუცილებელია უკვე არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში,ზოგიერთ დარგებში, ლიცენზირების ახალი პირობების მიღებაც.
სხდომაზე ექიმთა სერტიფიცირების პროცესის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. გაერთიანების წევრები ფიქრობენ,რომ ეს ერთ – ერთი წინაპირობა იქნება სამედიცინო დახმარების ხარისხის ასამაღლებლად. მათივე განცხადებით, ამ პროცესში მთავარი როლი სწორედ დარგობრივმა პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა შეასრულონ.
სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტსაც მოუსმინეს, რომელმაც გაერთიანების წევრებს, მათი წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ექიმებთან მუშაობის ეთიკის პრინციპები გააცნო. გაერთიანების წევრთა აზრით აუცილებელია, რომ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები.