ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი სამშაბათს, სასამართლოს წინაშე წარდგება. ოფიციალური პირების თქმით, ის გამომძიებლებთან არ თანამშრომლობს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება 22 წლის ტაილერ რობინსონის შესახებ ინფორმაციას კვლავ აგროვებს. მას ბრალი ამ დრომდე არ უღიარებია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლსასროლი იარაღიდან ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ტაილერ რობინსონი კი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.