გია ვოლსკი: 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ ისინიც, ვინც მხარს ოპოზიციას უჭერენ
,,ამ ადამიანებმა თავისი თავი გამოავლინეს. რადიკალური ოპოზიცია ლამობს, რომ ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაამართლოს, რასაც 2020 წლიდან ინტენსიურად ვუყურებთ. კერძოდ, რევოლუციის მცდელობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული.
„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გამოაქვეყნა. შეგიძლიათ, ნახოთ, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში რამდენია დახარჯული. საუბარია, ათეულობით მილიონ დოლარზე. 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ ისინიც, ვინც მხარს ოპოზიციას უჭერენ. ამ ადამიანებს ისეთი ოპოზიცია არ უნდათ, რომელიც ქვეყანას ისე დაამარცხებს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის ერთ-ერთია, მან ნიშა ნახა, რომ თავი გამოიჩინოს. პირადი ამბიციის უკან ამ სისხლიანი ორგანიზაციის გეგმა დგას, რომ ქვეყანაში არჩევნებით ვერ მოდიან და რევოლუციით უნდა მოვიდნენ. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ის ხოშტარია-ფოფხაძის მთავარი კონკურენტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.