ზურაბ აბაშიძე: ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა და უკავშირდება დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს

,,ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ზოგადად დედაქალაქში და უკავშირდება დედაქალაქის მოქმედ მერს, კახა კალაძეს”, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ზურგს გაკეთებული საქმეები უმაგრებს.

„გაკეთებული საქმეები გვიმაგრებს ზურგს და გაკეთებული საქმეები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს თავისთავად, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს 8 წლის წინანდელი თბილისი როგორი იყო და დღევანდელი თბილისი როგორ მკვეთრად განსხვავდება, რა ცვლილებები მოხდა.

მხოლოდ და მხოლოდ მარტო ბიუჯეტთან მიმართებით მოვიყვან ერთ მნიშვნელოვან რიცხვს, რომ დღევანდელი დედაქალაქის ბიუჯეტი უკვე გადასცდა 2 მილიარდ 300 მილიონ ლარს. ეს არ არის პატარა თანხები და რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. დედაქალაქი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი პრობლემა ისევ გადასაჭრელი რჩება. სწორედ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად მზად ვართ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ის დაწყებული საქმეები, ის პროექტები, ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი დედაქალაქის კეთილმოწყობას, მის სატრანსპორტო პოლიტიკას, ურბანულ პოლიტიკას, რეკრეაციულ სივრცეებს ეკოლოგიური თვალსაზრისით და უამრავი სხვა საკითხებით, იყოს გადაჭრილი. ამიტომ, მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ. ამაში, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს გვჭირდება ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა, რაშიც დარწმუნებულები ვართ, ვინაიდან შეხვედრები ამის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ვივარაუდოთ, გავიმარჯვებთ ძალიან დამაჯერებლად“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები