ფოთში, ზღვაში 10 წლის მოზარდი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაში 10 წლის მოზარდი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. ბანაობის დროს ორივე მათგანი ტალღამ გაიტაცა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მოახერხა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო როგორც სამაშველო, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მათ ბავშვი ზღვიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები