პარიზში ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი გარდაიცვალა
ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი 90 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.
ჟაკ ლე გოფი 1924 წლის 1 იანვარს ქალაქ ტულონში დაიბადა. სწავლობდა შუა საუკუნეების ევროპის ისტორიას, კერძოდ, იგი იყო XIII საუკუნის დიდი სპეციალისტი იყო. იგი ასევე მრავალი სამეცნიერო წიგნისა და ცნობილი ისტორიკოსების ბიოგრაფიების ავტორია. ლე გოფის პირველი წიგნი 1956 წელს გამოიცა. 1975-1977 წლამდე ისტორიკოსი ფრანგული საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დირექტორის პოსტს იკავებდა.