6 ივლისი

10:30
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საპროტესტო აქციას გამართავს და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით, მოთხოვნებს დააყენებს. მისამართი: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა №8/10. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202
11:00
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული კვლევები; ეგზიტპოლები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მის გავრცელებაზე; ამომრჩევლის მოსყიდვა და სარჩელი რიმა ბერაძის წინააღმდეგ“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა №14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წევრები: ალექსანდრე კობაიძე და გია ჯანაშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და პროკურატურას მიმართავენ გამოიძიონ საქმეები, რომელიც ბიზნესის შესაძლო ტერორს ეხება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.
11:30
არასამთავრობო ორგანიზაცია “ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალის“ დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის შედეგად ქობულეთში, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაარსებული ბავშვთა პანსიონის იძულებით დახურვა“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00
“პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – “აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: საავტომობილო გაზის ბაზარზე არსებული დომინანტური პოზიციების გამო, კონკურენციის სააგენტომ „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
14:00
CSR კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისში (გაგარინის #29ა) გაიმართება შეხვედრა თემაზე: „შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15
14:00
NEW
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. ასევე შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. 15:30-ზე მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
14:00
NEW
მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალი ვებგვერდის: „Сyber.kvira.ge“-ს პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: რუსთაველის გამზირი N 28, რესტორანი „DINEHALL”. საკონტაქტო ინფორმაცია: +(995) 551 74 23 23 – ქეთევან ხოსიტაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები