აშშ და უკრაინა ერთობლივად წარმოებულ რაკეტას კოსმოსში გაუშვებენ
აშშ და უკრაინა გეგმავენ კოსმოსში ერთობლივად წარმოებული რაკეტის “ანტარესის” გაშვებას. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იტყობინება. რაკეტის გაშვება აგვისტოში მოხდება.
პროექტი „ანტარესი“ 2013 წელს დაიწყო. მის ფარგლებში უკრაინა რაკეტის პირველი საფეხურის ძირითად კოსნტრუქციას შექმნის. „ანტარესი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთების მიწოდებისთვის შეიქმნა. პროექტის რეალიზების დაწყებიდან 5 საცდელი გაშვება შედგა. აქედან 4 წარმატებით დასრულდა.