გიორგი მარგველაშვილი: არჩილ გეგეშიძემ არაკომპეტენტურობა არაერთხელ გამოავლინა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი არჩილ გეგეშიძის განცხადებას არაკომპეტენტურად მიიჩნევს.
„ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა”, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.