ბათუმში 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაშავდა.
შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 7 წლის ბავშვს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზის ამ მონაკვეთზე გადადიოდა.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები